შავი წერტილი იქცა რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების სიმბოლოდ. ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა ვიმოქმედოთ ჩვენი ხმის, კონსტიტუციის და ქვეყნის დასაცავად. დაუსვი წერტილი შენს თავში უიმედობას დაუსვი წერტილი შენს თავში იმედგაცრუებას დაუსვი წერტილი სხვისკენ თითის გაშვერას დაუსვი წერტილი მესიის მოლოდინს და ამის შემდეგ: დაუსვი წერტილი არალეგიტიმურ პარლამენტს დასვი წერტილი პარლამენტის შენობაზე დაუსვი წერტილი მატყუარა ცესკოს დასვი წერტილი ცესკოს შენობაზე დაუსვი წერტილი ნაყიდ სკოლის დირექტორებს დასვი წერტილი სკოლის შენობაზე დაუსვი წერტილი რუსულ პროპაგანდას დასვი წერტილი პოსტივის და იმედის ვებ-გვერდებზე დასვი წერტილი როგორც შეგიძლია დასვი წერტილი სადაც შეგიძლია დაუსვი წერტილი რუსულ მთავრობას გახსოვდეს, რომ ყველა დასმულ წერტილს უიმედობისთვის საკუთარ თავში, დასმულს არალეგიტიმური პარლამენტის შენობაზე, დასმულს გაყიდულ ცესკოს შენობაზე, დასმულს კარუსელად ქცეულ სკოლის შენობაზე, მივყავართ იმ წერტილში, რომელსაც სათითაოდ, და ყველა ერთად, დავუსვამთ რეჟიმს, რომელმაც არჩევანი მოგვპარა. ვართ ბრძოლაში, სადაც საბოლოო წერტილს დავსვამთ ჩვენ - ქართველი ხალხი. #დასვიწერტილი tsertiliorg@gmail.com .